Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


mTvaris motaceba
1

1973 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ თამაზ მელიავას მიერ კონსტანტინე გამსახურდიას რომანის „მთვარის მოტაცების“ მიხედვით.

siuJeti

უცხოეთიდან ახლად დაბრუნებული თარაშ ემხვარი ტარიელ შერვაშიძის ოჯახს ეწვევა, სადაც სიყრმის მეგობარი თამარი ეგულება. შერვაშიძეებს თარაშის გამზრდელი და ძიძიშვილი, კაც და არზაყან ზვამბაიებიც სტუმრობენ. არზაყანს კომკავშირლობისა და სოფლის კოლექტივიზაციაში მონაწილეობისათვის ძმები თარბები მოსაკლავად დასდევენ. მას უსიამოვნება აქვს მამასთანაც, რომელსაც არ სურს ქონება კოლექტივს გაუნაწილოს. არზაყანისგან განსხვავებით, თარაში ახალ ცხოვრებაში თავის ადგილს ვერ ხედავს. მისი ერთადერთი იმედი თამარია. თამარი მამასთან ერთად თბილისში მიემგზავრება.

თარაშს აღიზიანებს თამარის სწრაფვა გართობისკენ, სთხოვს შეინარჩუნოს მისთვის ძვირფასი ოცნების ქალიშვილის სახე. რადგან თამარი ნაწნავებს მაინც იჭრის და არ თმობს ქალაქური ცხოვრების წესს, იმედგაცრუებული სოფელს უბრუნდება. კაც ზვამბაია შეიტყობს, რომ მას განკულაკებას უპირებენ და საკუთარი ხელით ხოცავს ხარებს. შეთქმულები მისი ოჯახის ამოწყვეტას გადაწყვეტენ. არზაყანს და თარაშს თავდამსხმელები, ძმები თარბები შემოაკვდებიან და იძულებულნი ხდებიან თავი სვანეთს შეაფარონ. როდესაც თარაში იგებს, რომ ფეხმძიმე თამარი კვდება, მის სანახავად წასვლას გადაწყვეტს, ენგურის გადალახვას დააპირებს, მაგრამ მდინარეში ცხენიანად იღუპება.

rolebSi

  • ოთარ მეღვინეთუხუცესი - არზაყან ზვამბაია
  • გეიდარ ფალავანდიშვილი - თარაშ ემხვარი
  • ირინა ჭიჭინაძე - თამარ შერვაშიძე
  • კოტე დაუშვილი - კაც ზვამბაია
  • არიადნა შენგელაია - კაროლინა
  • აკაკი ვასაძე - ტარიელ შერვაშიძე
  • ეროსი მანჯგალაძე - გვანჯ აფაქიძე
  • ვარლამ (ვალოდია) წულაძე - ლუკაია ლაბახუა
  • სპარტაკ ბაღაშვილი - მებორნე
  • რამაზ ჩხიკვაძე - შარდინ ალშიბაია
  • კირა (უმც) ანდრონიკაშვილი - ძაბული
  • იმედა კახიანი - ჩალმაზი
  • მანუჩარ შერვაშიძე - არემბა არლანი
  • რუსლან მიქაბერიძე - ჯოტო
  • ზურაბ ქაფიანიძე - ლომკაც თარბა
  • თამარ ციციშვილი - თარაშ ემხვარის დედა
  • ლეო (ლევან) ფილფანი - ჯამლეტ ტარბა
  • ოთარ კოპტონაშვილი - ბესლან ტარბა
  • ამირან ქადეიშვილი - კეგვე ტარბა
  • ბორის წიფურია - ჯოკია
  • დალი წერეთელი - ზესნა
  • ეკა შაკერბაია - ხათუნა
  • კახი კავსაძე - ვახტანგ იამანიძე
  • მიხეილ ვაშაძე - ლომკაც ესვანჯია
 

ixileT aseve